აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას Abrams-ის 31 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ის ჟურნალისტი ჯორდან ფაბიანი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ახალი დახმარების პაკეტის ღირებულება 400 მილიონი დოლარია.
ბაიდენი Abrams-ის საბრძოლო ტანკების უკრაინაში გადაცემის შესახებ განცხადებას, სავარაუდოდ, დღეს, კიევის დროით 19:00 საათზე გააკეთებს.