უკრაინა გერმანიისგან პირველ “ლეოპარდებს” სამ თვეში მიიღებს

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, გერმანია უკრაინას ტანკებს, დაახლოებით სამ თვეში მიაწვდის.

ამის შესახებ Tagesschau წერს.

როგორც მან ბუდესტაგში თავდაცვის საკითხთა კომიტეტში სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, ბუნდესვერი ​ უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნას „ძალიან სწრაფად“ დაიწყებს.

გერმანიის მთავრობამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბერლინი კიევს Leopard2 ტიპის ტანკებს მიაწვდის. გარდა ამისა, გერმანია პარტნიორებს ამავე ტიპის ტანკების მიწოდების ნებართვას პარტნიორებსაც აძლევს.

პისტორიუსმა თქვა, რომ ეს არის “ისტორიული გადაწყვეტილება, რადგან ის კოორდინირებულია საერთაშორისო დონეზე და ასევე იმიტომ, რომ ეს მოხდა უკრაინაში ძალიან ფეთქებადსაშიში ვითარების პირობებში”.

პისტორიუსმა დააანონსა, რომ პარტნიორებთან მიწოდებებთან დაკავშირებით დისკუსიები გაგრძელდება, მათ შორის მან დაასახელა პოლონეთი, კანადა, ესპანეთი და პორტუგალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები