როდის დამთავრდება ომი უკრაინაში და გამოიყენებს თუ არა რუსეთი ბირთვულ იარაღს – სტოლტენბერგის კომენტარი

ნატოს გენერალური მდივნისთვის უცნობია, როდის დამთავრდება ომი უკრაინაში. ასევე, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ამჟამად რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი მინიმალურია.

ამის შესახებ ალიანსის ლიდერმა გერმანულ გამოცემა Welt-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“ამ მომენტისთვის რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დაბალია. მაგრამ რუსული ბირთვული რიტორიკა, აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა. ეს საშიშია. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია, და ამიტომ ის არ უნდა დაიწყოს. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით იმას, რასაც რუსეთი აკეთებს, და ამჟამად რუსეთის ბირთვულ ძალებში რაიმე ცვლილებას არ ვაფიქსირებთ. ასე რომ იყოს, რეაგირებას მოვახდენდით”,- თქვა მან.

კითხვაზე, როდის დასრულდება ომი უკრაინაში, სტოლტენბერგმა უპასუხა: ”არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ომი. რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ თუ გინდათ მშვიდობა ხვალ, დღეს უნდა დაუჭიროთ მხარი უკრაინას. უცნაურად ჟღერს, მაგრამ მშვიდობისკენ გზა, იარაღის მიწოდებაზე გადის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები