ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრებს მოუწოდა, გააძლიერონ კიევის მხარდაჭერა, მათ შორის ტანკებითა და სხვა მძიმე ტექნიკით.
ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.
„არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში თავისი გეგმები შეცვალა. არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ის ემზადება მშვიდობისთვის. ის მზად არის, ათიათასობით რუსი ჯარისკაცი გაწიროს ამ სრულიად გაუმართლებელ ომში. მან 200 000 ჯარისკაცის მობილიზება მოახდინა, და გეგმავს კიდევ უფრო მეტის მობილიზებას, ასევე მუშაობს იმაზე, რომ მიიღოს რაც შეიძლება მეტი იარაღი ისეთი ავტორიტარული რეჟიმებისგან, როგორიც არის ირანი და ჩრდილოეთ კორეა. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი გეგმავს ახალ თავდასხმებს და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, გავაგრძელოთ უკრაინის გაძლიერება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.