ფილიპინებზე, ბატაანის პროვინციაში ქვეყნის საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავი Marchetti SF260 ჩამოვარდა.
პორტალ Inquirer-ი პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ ავიაკატასტროფის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა.
თვითმხილველების თქმით, თვითმფრინავი სწრაფად ეშვებოდა, და ბრინჯის მინდორზე ჩამოვარდა.
მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია.