„ოსკარის“ ნომინანტები ცნობილია

აშშ-ის კინოაკადემიამ „ოსკარის“ 95-ე ცერემონიის ნომინანტები დაასახელა.

ნომინანტთა შორის ლიდერობს დენიელ შაინერტისა და დენიელ კვანის ფილმი „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ (Everything Everywhere All at Once), რომელიც „ოსკარზე“ 11 კატეგორიაშია წარდგენილი.

საუკეთესო ფილმი:

  • „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ – All Quiet on the Western Front;
  • „ავატარი: წყლის გზა“ – Avatar: The Way of Water;
  • „ინიშერინის ბანში“ – The Banshees of Inisherin;
  • „ელვისი“ – Elvis;
  • „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ – Everything Everywhere All at Once;
  • „ფაბელმანები“ – The Fabelmans;
  • „ტარი“ – Tár;
  • „საუკეთესო მსროლელი: მავერიკი“ – Top Gun: Maverick;
  • „სევდის სამკუთხედი“ – Triangle of Sadness;
  • „ქალები საუბრობენ“ – Women Talking;

საუკეთესო რეჟისორი:

  • მარტინ მაკდონა – „ინიშერინის ბანში“;
  • დენიელ კვანი და დენიელ შაინერტი – „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“;
  • სტივენ სპილბერგი – „ფაბელმანები“;
  • ტოდ ფილდი – „ტარი“;
  • რუბენ ესტლუნდი – „სევდის სამკუთხედი“.

საუკეთესო მსახიობი ქალი:

  • ქეით ბლანშეტი – „ტარი“;
  • ანა დე არმასი – „ქერა“;
  • ანდრეა რაიზბორო – „ლესლი“;
  • მიშელ უილიამსი – „ფაბელმანები“;
  • მიშელ იოუ – „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი:

  • ოსტინ ბატლერი – „ელვისი“;
  • კოლინ ფარელი – „ინიშერინის ბანში“;
  • ბრენდან ფრეიზერი – „ვეშაპი“;
  • პოლ მესკალი – „მზის შემდეგ“;
  • ბილ ნაი – „ცხოვრება“.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში:

  • ბრენდან გლისონი – „ინიშერინის ბანში“;
  • ბრაიან ტაირი ჰენრი – „ხიდი ტბაზე“;
  • ჯად ჰირში – „ფაბელმანები“;
  • ბარი კეოგანი – „ინიშერინის ბანში“;
  • კე ჰუი ქუან – „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“.

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში:

  • ანჯელა ბასეტი – „შავი პანტერა: ვაკანდა სამუდამოდ“;
  • ჰონგ ჩაუ – „ვეშაპი“;
  • კერი კონდონი „ინიშერინის ბანში“;
  • ჯეიმი ლი კერტისი – „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“;
  • სტეფანი სუ – „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“.

„ოსკარის“ დაჯილდოების 95-ე ცერემონია 2023 წლის 12 მარტს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები