გორში 9 აპრილის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში, 9 აპრილის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, მოეწყობა მემორიალი, თუჯის სკამები, ბეტონის ფილები და ბორდიურები.
“მემორიალი, რომლის ძირითადი მასალაც ლითონია, ეროვნული დროშის ფერებში იქნება წარმოდგენილი. ლითონის ფურცლებით დაფარული მსუბუქი კონსტრუქცია დამონტაჟდება მონოლითურ ბეტონის საძირკველზე. ფირფიტებზე დატანილი იქნება 9 აპრილს გარდაცვლილი 21 ადამიანის სახელი და გვარიც.
ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები მარტის ბოლოს უნდა დასრულდეს.
სკვერი, რომელიც გორში სამეფო ქუჩაზე მდებარეობს, რამდენიმე ათეული წლის წინ 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად მოეწყო.
ობიექტს მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღემდე არ ჩატარებია”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები