არჩილ თალაკვაძე: თუ ჩვენი ქვეყნის მიმართ გაჟღერდება დეზინფორმაცია, ჩვენი უპირველესი მოვალეობაა ამას ვუპასუხოთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, საქართველოსთან მიმართებით დეზინფორმაციის გაჟღერების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირებაა საჭირო.

“საქართველო არასოდეს გამხდარა და არც მომავალში გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი. პირიქით, ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვხატეთ უკრაინის მიმართ. თუ ჩვენი ქვეყნის მიმართ გაჟღერდება დეზინფორმაცია ან უსამართლო ბრალდებები, ჩვენი უპირველესი მოვალეობაა ამას ვუპასუხოთ. სიმართლე არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, არა მხოლოდ ომის პერიოდში – წინა წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა. იზრდება ექსპორტიც. ესეც სიმართლეა. თუმცა ტყუილია, რომ ამ ექსპორტში უდიდესი ან თუნდაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს რუსეთთან ვაჭრობას“, – აცხადებს თალაკვაძე.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, სადაც წერს: “ორიოდე დღის წინ, სი-ენ-ენის ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვა კითხვა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა. კერძოდ, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ვრცელდება ცნობები სხვადასხვა ქვეყნის და განსაკუთრებით, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე და იკითხა, გადაჭრიდა თუ არა ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტი ამ პრობლემას”. კობახიძის თქმითვე, “სი-ენ-ენის” ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია მყისიერ რეაგირებას საჭიროებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები