რუსეთმა ქვეყნიდან ესტონეთის ელჩი გააძევა
რუსეთი ესტონეთის ელჩს აძევებს, რომელმაც ქვეყანა 7 თებერვალს უნდა დატოვოს.
მარგუს ლაიდრე დღეს რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს, სადაც “ესტონეთის ხელისუფლების ქმედების გამო პროტესტი გამოუცხადეს”.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
„ესტონეთმა კიდევ ერთი არამეგობრული ნაბიჯი გადადგა, რომელიც ტალინში რუსეთის საელჩოს შემადგენლობის მკვეთრ შემცირებას გულისხმობს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაშლის ხაზს ადასტურებს. საპასუხო ზომის სახით, რუსულმა მხარემ ორივე ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლის, “მოვალეობის შემსრულებლამდე” შემცირება გადაწყვიტა “, – ნათქვამია განცხადებაში.