მარნეულის მუნიციპალიტეტმა მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა

მარნეულის მუნიციპალიტეტმა მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელიც მიმდინარე წლის 20-22 იანვარს, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ორგანიზებით, ” აზერბაიჯან ჰაუსის” სპორტულ დარბაზში გაიმართა.

ჩემპიონატის პირველ დღეს გაიმართა გახსნის ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი – კენან ომაროვი, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი – სიმონ ნოზაძე, ფედერაციის გენერალური მდივანი – არტემ სანიშვილი, მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი და მარნეულის სპორტული სკოლის დირექტორი – მამუკა ნავერიანი და მოწვეული სტუმრები.

22 იანვარს გაიმართა ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები, სადაც წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელმა სალომე ხარშილაძემ ( პირადი მწვრთნელი: გიორგი გორდეზიანი) და ტურნირის ვიცე ჩემპიონი გახდა

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ბიჭები

პირველი ადგილი: მირიან წულუკიძე

მეორე ადგილი: ბექა გუგეშაშვილი

მესამე ადგილი: ანრი ბასილაძე

გოგონები

პირველი ადგილი: ციკო ფუტკარაძე

მეორე ადგილი: სალომე ხარშილაძე

მესამე ადგილი: თეო კუტალაძე

საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა 18 მეტრზე დარბაზში, მსოფლიო ფედერაციის “WORLD ARCHERY” (WA) -ის წესების მიხედვით.

ჩემპიონატი არის პირადი და ტარდება მხოლოდ “კლასიკური მშვილდის” კაცების და ქალების კატეგორიაში. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ ყველა ასაკის მშვილდოსნები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები