კახეთში ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად ჟურნალისტი გარდაიცვალა

წნორი-ლაგოდეხის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ავტოავარიის შედეგად, ორი ქალბატონი დაშავდა, ხოლო, 38 წლის ჟურნალისტი ეკატერინე კუპატაძე სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს, – ამის შესახებ „კვირას“ წნორის „არქიმედეს“ კლინიკის მენეჯერმა ნუკრი ყარალაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ამ წუთებში მზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია, რათა გარდაცვლილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანონ. „ავტოავარია წნორი-ლაგოდეხის ავტომაგისტრალზე მოხდა. ჩვენს კლინიკაში სამი ქალბატონი თვითდინებით შემოიყვანეს. ერთი უკვე გარდაცვლილი იყო. ერთ-ერთს სხეულის სხვადასხვა დაჟეჟილობა აღენიშნება, ხოლო მეორეს ლავიწის ძვლის მოტეხილობა. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება”, – აღნიშნა კლინიკის მენეჯერმა. ეკა კუპატაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა რადიო „ჰერეთში“, ტელეკომპანია „გურჯაანში“, ტელეკომპანია „მე-9“ არხის ლაგოდეხის ბიუროში და სხვა საინფორმაციო საშუალებებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები