„უკანასკნელი მეფაიტონე ემშვიდობება თბილისს“ – ბუბა კიკაბიძე ფილარმონიიდან უწყვეტი აპლოდისმენტების თანხლებით გამოასვენეს
„უკანასკნელი მეფაიტონე ემშვიდობება თბილისს” – ფილარმონიიდან სწორედ ამ სიმღერისა და უწყვეტი აპლოდისმენტების თანხლებით სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს. მას ანდერძის თანახმად ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
სამოქალაქო პანაშვიდი ხელოვანის ხსოვნის პატივსაცემად მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მომღერლები, მსახიობები და საზოგადოების სხვა წევრები მივიდნენ. ასევე იმყოფებოდნენ მეზობელი ქვეყნების დელეგაციები, მათ შორის, უკრაინიდან.
სამძიმრის წერილი გამოგზავნა კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ.
ბუბა კიკაბიძე კვირას, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.