ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის დიდი განსხვავება არაა, თავმჯდომარე მელია იქნება თუ ხაბეიშვილი, უბრალოდ ერთი არის უფრო ბოროტი, მეორე არის უფრო კომიკური

ჩვენთვის დიდი განსხვავება არაა, თავმჯდომარე მელია იქნება თუ ხაბეიშვილი, უბრალოდ ერთი არის უფრო ბოროტი, მეორე არის უფრო კომიკური. არსებითად არაფერი იცვლება. საბოლოო ჯამში ორივე იქნება ფორმალური თავმჯდომარე, რადგან არცერთს არ აქვს ის რესურსი, რაც პოლიტიკაშია საჭირო, – ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ვინც უნდა მოიგოს ეს არჩევნები, საბოლოოდ პროცესები მივა „ნაციონალური მოძრაობის“ გახლეჩამდე.

„სხვა ადამიანები არიან მათ უკან, რომლებსაც აქვთ ფინანსური და მედია რესურსი. აქედან გამომდინარე ხაბეიშვილიც და მელიაც არიან მეორეხარისხოვანი ფიგურები, რომლებიც გამოიყენებიან სხვა პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც რეალურად ასეთ რესურსებს ფლობენ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. ვიცით ვინ დგას ხაბეიშვილის უკან. აქეთ არიან ახალაიები, იქით მერაბიშვილი, კეზერაშვილი და ასეა რეალურად ეს სურათი დალაგებული. აქედან გამომდინარე, ვინ იქნება ფორმალური თავმჯდომარე „ნაციონალურ მოძრაობაში, ეს არსებითად არაფერს შეცვლის. მთავარია პროცესები განვითარდეს „ნაცმოძრაობის“ დასუსტების მიმართულებით და ეს ყველა შემთხვევაში ასე იქნება. ვინც უნდა მოიგოს ეს არჩევნები საბოლოოდ პროცესები მივა პარტიის გახლეჩამდე, სხვაგვარად წარმოუდგენელია და ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დასუსტდეს რადიკალური ოპოზიცია, პირველ რიგში „ნაცმოძრაობა“, რომელიც მთავარი პარტიაა რადიკალურ ოპოზიციაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები