“სიმტკიცეს ვუსურვებ უკრაინას” – არჩილ თალაკვაძე ბროვარიში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე უკრაინაში, ბროვარიში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ძალიან დამწუხრებული ვარ ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, რომელმაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ბავშვებიც. ღრმა სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. სიმტკიცეს ვუსურვებ უკრაინას!“ – წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია. ჰოსპიტალიზირებულია 30 პირი, მათგან 12 ბავშვია. ბროვარიშის ვერტმფრენი Super Puma AS 332 დილით საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა, კერძოდ კი, ქვეყნის ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები და ეკიპაჟის წევრები. კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 9-ვე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო უკრაინის შს მინისტრი, დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე, ევგენი იენინი და შსს-ს სახელმწიფო მდივანი, იური ლუბკოვიჩი.