სამცხე-ჯავახეთში ცხვრის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ცხვრის და თხის ყვავილის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას სეს ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაგეგმილია 40 ათასი ცხვრის აცრა. ცხვრისა და თხის ყვავილის შემთხვევა საქართველოში 1997 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა, თუმცა, ბოლო წლებში (მათ შორის 2022 წელს) გამოვლინდა მეზობელ რეგიონებში, რაც ზრდის ქვეყანაში დაავადების შემოჭრა-გავრცელების რისკს.

აღნიშნული რისკების თავიდან აცილების მიზნით, სააგენტოს ვეტერინარები პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ნინოწმინდა-ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში ატარებენ. საქართველოში ცხვრისა და თხის ყვავილის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია 2014 წლიდან მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები