ირაკლი პეტრიაშვილი:  „იმ დროს,  როდესაც  უამრავ ქვეყანაში 35-საათიანი სამუშაო კვირა განიხილება, ჩვენთან  ბიზნესი თავში ხელებს   ირტყამს,  48 -საათიანი სამუშაო კვირა უნდა ყოფილიყო და რატომ შეზღუდა ეს მთავრობამო“

„იმ დროს,  როდესაც მსოფლიოში, უამრავ ქვეყანაში   35-საათიანი სამუშაო კვირა, 4- დღიანი სამუშაო კვირა განიხილება, ჩვენს  ქვეყანაში  ბიზნესი დღესდღეობით  თავშიხელებს   ირტყამს იმასთან დაკავშირებით, რომ 48 -საათიანი სამუშაო კვირა უნდა ყოფილიყო და რატომ შეზღუდა ეს მთავრობამო“ – ამის შესახებ “საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების” თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესის წარმომადგენლების  მიერ შექმნილი აჟიოტაჟი, რომელიც  40-საათიან სამუშაო კვირას ეხება,  დამსაქმებლების  სიძუნწესთანაა    დაკავშირებული.

„ჩვენს შეშფოთებას იწვევს  ბიზნესსექტორის მხრიდან გარკვეულწილად შექმნილი აჟიოტაჟი, რომელიც  სპეციალურ სამუშაო რეჟიმს,   48 -საათიან სამუშაო რეჟიმის შეზღუდვას უკავშირდება. ასევე  ზოგადად,  საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ,  თითქოსდა, ეს გარკვეულწილად მოულოდნელობა, საახალწლო საჩუქარი გახლავთ, რომ ეს  ბიზნესს დააქცევს, რომ ისედაც კადრების დეფიციტია და  ა.შ.

მინდა,  საზოგადოებამ სპეციფიკურ სამუშაო რეჟიმთან დაკავშირებული დეტალები იცოდეს. ეს სიახლე არ გახლავთ. 2013 წლიდან,  როდესაც პირველად  შრომის კოდექსში ცვლილებები  შევიდა, ეს საკითხი და სხვა საკითხები ყურდღების მიღმა დარჩა. „პროფკავშირების“ მხრიდან მიუხედავად არაერთგზის პროტესტისა,   სწორედ ბიზნესის ლობირებით , აშშ-ს სავაჭრო პალატის ლობირებით და გარკვეულწილად იმ ადამიანების ხელშეწყობით, რომლებიც  გადაწყვეტილებას იღებდნენ,  ეს საკითხი მოუგვარებელი და აცდენილი დარჩა, როგორც დროსთან, ისე ქვეყნის მიერ აღებულ ვალდებულებებთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  ჩვენი მოქალაქეების საჭიროებასთან. თითქოსდა,  დეკლარირებულად შრომის კოდექსში გავწერეთ, რომ 40 -საათიანი სამუშაო კვირა გვქონდა,  მეორე მხრივ, კი   სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალი არსებობდა,   რომელიც,  ფაქტობრივად,   ყველა დარგს მოიცავდა   და  ეს თვალებში ნაცრის შეყრა იყო  როგორც  მოქალაქეებისთვის, ისე ჩვენი პარტნიორებისთვის. თითქოსდა,   კოდექსში  ყველაფერი გამოვასწორეთ და რეალურად,    48- საათიანი სამუსაო კვირა გვქონდა.

იმ პერიოდიდან დაწყებული დღემდე უამრავი პროცედურა და  პროცესი გავიარეთ.  ჩვენ მოვახერხეთ  ის, რომ საკონსტიტუციო  სასამართლოში,  პირდად,  მე სარჩელი შევიტანე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ამ 48- საათიან სამუშაო კვირას საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩანაწერები და მიმართულებები მისცა.  სწორედ ეს ჩანაწერები, ისევე როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ ამ საკითხთან დაკავშირებული     გამოთქმული კრიტიკული მოსაზრება გახდა საფუძველი იმისა, რომ ეს მახინჯი ნორმა მეტ-ნაკლებად  რეალობაში მოვიდა სტანდარტებთან, ქვეყნების საუკეთესო  გამოცდილებებთან, „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ კონვენციებთან , რომლის წევრიცაა ქვეყანა.

რეალობა გახლავთ შემდეგი: დარგებში, რომლებშიც  სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს 40- საათიანი სამუშაო კვირა უნდა ჰქონოდათ,   48 საათს ამუშვებდნენ.  დამსაქმებლები ასე ამუშავებდნენ სწორედ იმიტომ, რომ  ჯიბიდან ზედმეტი თანხა არ ამოეღოთ,   ზეგანაკვეთური  შრომა არ შეეფასებინათ. ზეგანაკვეთურ შრომას   48 საათს ზემოთ ითვლიდნენ.

იმ დროს,  როდესაც მსოფლიოში, უამრავ ქვეყანაში   35-საათიანი სამუშაო კვირა, 4- დღიანი სამუშაო კვირა განიხილება, ჩვენს  ქვეყანაში  ბიზნესი დღესდღეობით   თავში ხელებს ირტყამს იმასთან დაკავშირებით, რომ 48 -საათიანი სამუშაო კვირა უნდა ყოფილიყო და რატომ შეზღუდა ეს მთავრობამო. ის რაც შეიზღუდა, ის რაც 26 დეკემბერს გაკეთდა, კარგია, პოზიტიურია, მაგრამ არასაკმარისია. მოქალაქეებს მოგმართავთ: წარმოიდგინეთ,  ტრანსპორტის დარგი დატოვებულია 48 -საათიანში. რომელ  ქვეყანაში, სად გვინახავს, რომ მძღოლმა, რომელიც პასუხისმგებელია, არა მხოლოდ საკუთარ თავსა  და ჯანმრთელობაზე, არამედ მგზავრების გადაყვანაზე, იმუშაოს იმაზე მეტი, რაც ნორმა და  წესია. ეს 40 -საათიანი სამუშაო კვირა „პროფკავშირების“ მოგონილი  არ გახლავთ,   ეს სამედიცინო ნორმებიდან, ჯანმრთელობის, შრომის ნაყოფიერებიდან გამომდინარე აღებული ნორმაა. აქედან გამომდინარე,   ეს ყველაფერი  ისევ და ისევ დამსაქმებლების მიერ  სიძუნწესთან  დაკავშირებული ალიაიქოთი გახლავთ, რომელსაც  რეალობასთან, ბიზნესის, თუ  ეკონომიკის გაუბედურებასთან, გაპარტახებასთან  საერთო არაფერი  აქვს.

სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების  ჩამონათვალი ძალიან ვრცელი იყო, ლამის ყველა დარგს მოიცავდა, ახლა ასე არ არის და გამოსწორდა. მაგრამ, რაც დარჩა, იქაც ბუნებრივია,  კითხვის ნიშნები არსებობს. ამ პერიოდში, ბიზნესისგან განსხვავებით   ჩვენ განგაშის ზარებს იმიტომ არ ვცემთ, რომ პრემიერის დადგენილებაში გახლავთ მეოთხე პუნქტი, სადაც წერია, რომ,  თუ რომელიმე პროფესიის  მქონე ადამიანი  აყენებს საკითხს, რომ მისი სამუშოს ხასიათიდან გამომდინარე,  48- საათიანი მუშაობა  არ არის საჭირო, შრომის ინსპექციასთან  მრჩეველთა საბჭო არსებობს, სადაც  „პროფკავშირებიც“ და ბიზნესიც წარმოდგენილი გახლავთ, ჩვენ შეგვიძლია,   კონკრეტულად ამ პროფესიის,  ამ ადამიანის საკითხი განვიხილოთ და ის გადავწყვიტოთ შემდეგნაირად,   რომ 48 საათის მაგივრად, ამ ადამიანმა  40  საათს იმუშაოს,   დანარჩენი კი  ზეგანაკვეთური  იყოს. კმაყოფილები ვართ, რომ ამის საშუალება დაგვრჩა“- განაცხადა პეტრიაშვილმა.

პეტრიაშვილის თქმით,  ბიზნესი საუბრობს იმაზე, რომ კადრების პოვნა უჭირთ. მისივე თქმით, დამსაქმებლებს   კადრების პოვნა გაუჭირდებათ,  იმიტომ, რომ შესაბამისი ხელფასები არ არის.

„აზრი,  რატომ უნდა იყოს 40-  საათიანი სამუშაო კვირა, რატომ უნდა იყოს ამით  სახელმწიფო დაინტერესებული: ქვეყანას უამრავი გამოწვევა აქვს. ყველა გამოკითხვა აჩვენებს,  რომ მოსახლოების პრიორიტეტი გახლავთ დასაქმება, სიღარიბე  და ასეთი გამოწვევები. ოპონენტმა გაგვცეს პასუხი: როგორ უნდა ეშველოს დასაქმებას, თუ ერთი ადამიანი მინიმალური შემოსავლებით შეგიძლია,   60-70-80 საათს  და ა.შ ამუშაო? რატომ არ უნდა ბიზნესს,  რომ 40 საათი ამუშაოს,  თუ ეს ადამიანი თავის საქმეში პელეა, რატომ არ უნდა ,  ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება გადაუხადოს,  თუ არადა შემდგომი   საათები   სხვა დაუსაქმებელ ადამიანებს გადაუნაწილოს და   ამით დასაქმებაც გარკვეულწილად პოზიტივისკენ წავიდეს?  როგორ უნდა ეშველოს იმას, რომ 652 000 ადამიანი საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა? ამ 652  ათასში დასაქმებული ადამიანებიც არიან. ფაქტობრივად,  ანომალიაა , რომ ადამიანი დასაქმებული  იყოს  და  ყოველწლიურად ღარიბდებოდეს. ეს პირდაპირ იმას  ნიშნავს , რომ  ამ   ადამიანებს  შესაბამისი ხელფასი, ანაზღურება არ აქვთ. ამაზე მეტყველებს ის, რაც თუნდაც ყოველდღიურ რეჟიმში ცხადდება, რომ მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ, ის რაზეც ბიზნესი საუბრობს,  რომ  კადრების პოვნა უჭირთ.   რა თქმა უნდა,  კადრების პოვნა გაუჭირდებათ,  იმიტომ, რომ შესაბამისი ხელფასები იმისთვის,  რომ ადამიანმა თვის განმავლობაში წარმოქმნილი სოციალური პრობლემები დაარეგულიროს, არ არის.   ბუნებრივია,   ეს ადამიანები გამოსავალს ეძებენ, ქვეყნის გარეთ მიდიან.

თუ საქმე სიძუნწესთან არ გვაქვს,   რატომ არ შეიძლება, რომ 40 საათს ზემოთ  ადამიანს  ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება გადაუხადონ?“ – განაცხადა პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის,  გასული წლის 26 დეკემბერს მთავრობამ  სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების განახლებული ჩამონათვალი   დაამტკიცა.  შემცირდა იმ დარგების  ჩამონათვალი, სადაც სამუშაო საათები კვირაში 48 საათს შეადგენდა.  იმ დარგებში,  რომელიც  ჩამონათვალში არაა,   სამუშაო საათები კვირაში 40 საათს უნდა შეადგენდეს.

2022 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგებია: 

ა) სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის (სექცია A) მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია 03.11.0 ქვეკლასში − საზღვაო თევზჭერა;

ბ) დამამუშავებელი წარმოების (სექცია C) მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია განყოფილებაში 10 − კვების პროდუქტების წარმოება;

გ) ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (სექცია D);

დ) წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისგან გასუფთავების საქმიანობები (სექცია E);

ე) ტრანსპორტი და დასაწყობება (სექცია H);

ვ) ინფორმაცია და კომუნიკაციის (სექცია J) მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია განყოფილებაში 61 − ტელეკომუნიკაციები;

ზ) ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების (სექცია N) მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია განყოფილებაში 80 − უსაფრთხოების დაცვისა და საგამომძიებლო საქმიანობები და ქვეკლასში 82.20.0 − სატელეფონო ცენტრების მომსახურება;

თ) სახელმწიფო მმართველობის ის მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია შემდეგ კლასებსა და ქვეკლასებში (სექცია O):

თ.ა) ქვეკლასი 84.11.2 − დაბეგვრის სისტემების მართვა, საქონელზე გადასახადების/ბაჟის შეგროვება და საგადასახადო დარღვევების გამოძიება, საბაჟოს მართვა;

თ.ბ) ქვეკლასი 84.12.0 − ჯანდაცვის, განათლების, კულტურული მომსახურებისა და სხვა სოციალური მომსახურების საქმიანობის რეგულირება, სოციალური უსაფრთხოების გარდა;

თ.გ) ქვეკლასი 84.23.0 − ციხეების ადმინისტრირება და გამოსასწორებელი მომსახურების გაწევა, სარეაბილიტაციო მომსახურების ჩათვლით;

თ.დ) ქვეკლასი 84.25.0 − სახანძრო მომსახურების საქმიანობები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსდ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გარდა;

თ.ე) ქვეკლასი 84.30.0 − სავალდებულო სოციალური უსაფრთხოების საქმიანობები;

ი) ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (სექცია Q).

  1. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგებს ასევე მიეკუთვნება:

ა) ელექტროენერგიის წარმოების, განაწილებისა და გადაცემის საქმიანობა, ბუნებრივი გაზის განაწილება  და გადაცემის საქმიანობა;

ბ) საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული საქმიანობა, რომელიც უკავშირდება სასამართლოებში, სხვა სამართალდამცავ ორგანოებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარის ან პროცესის მონაწილის ინტერესების წარდგენას;

გ) გარემოს დაცვის დარგი, რომელიც მოიცავს:

გ.ა) ჰიდრომეტეოროლოგიას;

გ.ბ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვას;

გ.გ) დაცული ტერიტორიების დაცვას;

გ.დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში კონტროლის განხორციელებას.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები