“თავისუფალი სამყაროს კიდევ ურო მეტი ერთობა გვჭირდება, მხოლოდ ასე დავასრულებთ ტოტალურ ტერორს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში რუსული ჭურვების მიერ დანგრეული ქალაქების, მათ შორის დნიპროს, ასევე ფრონტის ხაზზე მყოფი სამხედროების ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ უკრაინას ტერორის დასამარცხებლად, თავისუფალი სამყაროს კიდევ უფრო მეტი ერთობა სჭირდება.

“ახლა ჩვენ გვჭირდება მთელი თავისუფალი სამყაროს კიდევ უფრო მეტი ერთობა. მხოლოდ ასე შევძლებთ ფართომასშტაბიანი აგრესიის, ტოტალური ტერორის დასრულებას. მებრძოლი სამყაროს ენერგია არ უნდა დასუსტდეს”,- წერს უკრაინის ლიდერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები