ISW: კრემლს სურს ბრძოლის ველზე ინიციატივა ხელში ექვსი თვის განმავლობაში აიღოს

უახლოეს ექვს თვეში რუსეთი შეეცდება ბრძოლის ველზე ინიციატივა აიღოს და ემზადება “გადამწყვეტი სტრატეგიული მოქმედებისთვის”, რომ დაასრულოს უკრაინის კონტრშეტევითი წარმატებები.

ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები ომის 327-ე დღეს მიიჩნევენ.

ანალიტიკოსების თქმით, ომის 11 თვის განმავლობაში, რუსეთმა ოპერატიულ მიზნებს ვერ მიაღწია: მათ ვერ აიღეს კიევი, ლუგანსკის და დონეცკის ოლქები, ვერ შეინარჩუნეს ხარკოვის რეგიონი ან ხერსონი, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურისკენ მიმართულმა სარაკეტო თავდასხმებმა კი, უკრაინის საზოგადოების დემორალიზება ვერ გამოიწვია.

ამავე დროს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მაქსიმალისტურ მიზნებზე უარს ისევ არ ამბობს, ამიტომ  ანალიტიკოსების აზრით, ის ომის წარმოების გზას ცვლის.

ინსტიტუტში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის არმიამ ლუგანსკის რეგიონში დიდი შეტევის განხორციელება სცადოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები