ვოლოდიმირ ზელენსკი: ვახტანგ კიკაბიძე – მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენთან იყო, დიდებული ხალხის დიდებული კაცი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება.

როგორც ზელენსკი წერს, ის იყო დიდებული ხალხის, დიდებული კაცი.

„ვახტანგ კიკაბიძე – მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენთან იყო. დიდებული ხალხის დიდებული კაცი. ლეგენდა, რომელსაც ყველა ვხედავდით. ნათელი ხსოვნა ხელოვანს და სამძიმარი მის ახლობლებს“,- წერს ზელენსკი.

ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები