რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევი დაბომბეს

რუსეთის საოკუპაციო  ძალებმა კიევის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის პრეზიდენტის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციამ კი უკრაინელებს მოუწოდა, არ უგულებელყონ საჰაერო განგაში.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოკუპანტებმა სამიზნედ ისევ ინფრასტრუქტურული ობიექტი აირჩიეს. მოგვიანებით კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა დედაქალაქის დნეპროვსკის რაიონი დაბომბეს.

„აფეთქებები დნეპროვსკის რაიონში. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური გაიგზავნა. დარჩით თავშესაფარში!” – დაწერა კლიჩკომ სოციალურ ქსელში.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები