ვახტანგ ცინცაძე: დეკემბერში, ექსპორტის მოცულობამ 555 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ყველა სხვა თვეებთან მიმართებით რეკორდული მაჩვენებელია

დეკემბერში, ექსპორტის მოცულობამ 555 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ყველა სხვა თვეებთან მიმართებით რეკორდული მაჩვენებელია, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ექსპორტის ზრდას პოზიტიური წვლილი შეაქვს ეკონომიკური ზრდის მონაცემებში და ეს განპირობებულია იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა უკვე წლებია ახორციელებს და მხარს უჭერს ადგილობრივი წარმოების განვითარებას“, – აღნიშნა ცინცაძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე გასულ წელს საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ერთი წლის განმავლობაში ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელმა ჯამში 19 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები