ნიუ-იორკის სასამართლომ ტრამპის ერთ-ერთი ორგანიზაცია 1.6 მილიონი დოლარით დააჯარიმა
ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ორგანიზაცია, Trump Organization-ი 1.6 მილიონი დოლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპის ორი სუბიექტი, The Trump Corp. და Trump Payroll Corp., გასულ თვეში გაასამართლეს 17 დანაშაულისთვის, მათ შორის ათწლეულის განმავლობაში საგადასახადო თაღლითობის სქემის გატარებისთვის და ბიზნეს ჩანაწერების გაყალბებისთვის.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, მისი უფროსი შვილების და კომპანია Trump Organization-ის წინააღმდეგ სარჩელი ნიუ-იორკის შტატის პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა 22 სექტემბერს შეიტანა და ისინი თაღლითობაში დაადანაშაულა.