„დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთის დაშლისთვის“ – ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში, დასავლეთმა ყურადღება რუსეთის მაქსიმალურ დასუსტებაზე უნდა გაამახვილოს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მმართველი რეჟიმისთვის უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომი გადარჩენის საკითხია, ამიტომ დემოკრატიულ სამყაროს რუსეთის დაშლის არ უნდა ეშინოდეს.

როგორც მან აღნიშნა, დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთის დაშლის სცენარისთვის, რადგან ამ შემთხვევაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა გაჩნდება, კერძოდ, ბირთვული იარაღის, მიგრაციული ნაკადებისა და რუსეთში შიდა პროცესების შესახებ.

„ზოგადად, დასავლეთის ქვეყნებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ რუსეთის ფედერაციის მაქსიმალურად დასუსტებაზე და სამხედრო რეალობას ფრონტზე უკრაინელი ჯარისკაცები განსაზღვრავენ“, – განაცხადა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები