ისრაელი უკრაინას ჭკვიან გამაფრთხილებელ სისტემებს მიაწვდის

უკრაინის ელჩმა ისრაელში, ევგენი კორნიჩუკმა განაცხადა, რომ კიევი ისრაელის სამხედრო ტექნოლოგიებს, სავარაუდოდ უკვე ახლო დროში მიიღებს.

მისი თქმით, საუბარია რაკეტებისა და დრონების მოახლოებაზე ადრეული გაფრთხილების სისტემებზე.

„ისრაელში წარმოებული ტექნოლოგიების გადაცემაზე მუშაობა გრძელდება, რომლებიც დაკავშირებულია რაკეტებსა და დრონებზე ჭკვიანური გაფრთხილებასთან. ანუ ეს ტექნოლოგია ოფიციალურად არის გადაცემული ისრაელის მხარის მიერ. და მე ვფიქრობ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ მას სრულად მივიღებთ“, – თქვა კორნიჩუკმა და დასძინა, რომ ისრაელელები უკრაინელების მხარეს არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები