გიული ალასანია – აუდიოჩანაწერზე: არ მომისმენია და არც მაინტერესებს ეს სისულელეები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა.

„არ მომისმენია და არც მაინტერესებს ეს სისულელეები. ორი წლის წინ რომ ვიღაცამ დამირეკა, ახლა გაახსენდათ ორი წლის წინანდელი ამბავი, ახლა მაინცდამაინც, როცა ჩემი შვილის პროცესები მიდის?! რას ნიშნავს ახლა ეს? რა თქმა უნდა უარვყოფ, რა სისულელეა, რას ბოდავენ, რას ჩხლართავენ. არ გელაპარაკებით, ეს თემა საერთოდ არ მაინტერესებს“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გავრცელებული ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ფიგურირებს და საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე. ჩანაწერში, სავარაუდოდ, ალასანია სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ “ძალიან ეშინია” და “მთავარი ის არის, რას ფიქრობს რუსეთი ამ მომენტში”. ასევე ჩანაწერის თანახმად, გიული ალასანია საუბრობს ოპოზიციაზე და მათ პარაზიტებს უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები