დავით მათიკაშვილი: “ნაცმოძრაობას” უმძიმესი დრო უდგას
“უმძიმესი დრო უდგას „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესები არაჯანსაღია.
,,ეს არის აბსოლუტურად არაჯანსაღი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მაგრამ საბოლოოდ ძალიან კარგი პროცესი, ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, რაც გულისხმობს ოპოზიციიდან დესტრუქციული, ძალადობასა და არეულობაზე ორიენტირეული პოლიტიკური ძალის გაქრობას და მის ადგილას სხვა ოპოზიციური ძალის გაჩენას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.