საპროკურორო საბჭო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს
საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის არჩევა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მოხდება. საპროკურორო საბჭოს სხდომა დღეს, 12 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.
საპროკურორო საბჭო, ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისგან შედგება. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს 2 წლის ვადით საპროკურორო საბჭო ირჩევს. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას ამ დრომდე თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი იკავებდა.
საპროკურორო საბჭოს სხდომა საპროკურორო საბჭოს ოფიციალური Facebook-გვერდის მეშვეობით – https://www.facebook.com/profile.php?id=100066835612709 უწყვეტ რეჟიმში გადაიცემა.