ბექა დავითულიანი „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოისმინო არის ის, რომ მიშას საქართველოში ჩამოსვლაზე საუბრობენ და ამბობენ: „მთავარია ამაზე, რას ფიქრობს რუსეთი“

ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოისმინო არის ის, რომ მიშას საქართველოში ჩამოსვლაზე საუბრობენ და ამბობენ: „მთავარია ამაზე, რას ფიქრობს რუსეთი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ფიგურირებს.

„რაც შეეხება დღეს გამოქვეყნებულ ჩანაწერებს, საერთოდ არ მგონია, რომ იქ მთავარი ისაა, სააკაშვილი ჩამოვიდეს თუ არა ამაზე რომ მსჯელობენ, მთავარი იქ არის ის, რომ ყველაზე უარესი რაც შეიძლება მოისმინო, მიშას საქართველოში ჩამოსვლაზე საუბრობენ და ამბობენ „მთავარია ამაზე რას ფიქრობს რუსეთი“, მერე არის ფრაზა „როგორც ჩანს, რუსეთს ბიძინა ივანიშვილი აღარ უნდა“. ჩანაწერს რომ მოუსმენ იქ მთავარი რაც იკვეთება არის ის, რომ ესენი აღარ უნდა რუსეთს და მთავარია, მიშას საქართველოში ჩასვლაზე რას ფიქრობს რუსეთი“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დღეს „რუსთავი 2-“მა გაავრცელა აუდიომასალა, რომელიც, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდეა ჩაწერილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები