გურამ მაჭარაშვილი: გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მეტ-ნაკლებად კონსტრუქციულად თანამშრომლობენ უმრავლესობასთან, ვფიქრობ, ეს იქნება საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო წარმოჩინდეს როგორც დემოკრატიული სახელმწიფო
„ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით ოპოზიციის კონსტრუქციულობის მოლოდინი არ აქვს.
მისივე თქმით, საბედნიეროდ, არიან ისეთი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც უმრავლესობასთან მეტ-ნაკლებად კონსტრუქციულად თანამშრომლობენ.
„მე ვერ გეტყვით, რომ მაქვს პარლამენტში ოპოზიციის კონსტრუქციულობის მოლოდინი. ამის არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს. არამც თუ კონსტრუქციული, საერთოდ, თავად ამბობენ, რომ პარლამენტში მუშაობა არ უნდათ.
საბედნიეროდ, არიან ისეთი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც მეტ-ნაკლებად კონსტრუქციულად თანამშრომლობენ უმრავლესობასთან. მე ვფიქრობ, ეს იქნება საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო წარმოჩინდეს ცივილიზებულ სამყაროში როგორც დემოკრატიული სახელმწიფო“, – აცხადებს მაჭარაშვილი.