ლოს-ანჯელესში “ოქროს გლობუსის” დაჯილდოების მე-80 ცერემონია გაიმართა. მთავარი ტრიუმფატორები გახდნენ – სტივენ სპილბერგი, ქეიტ ბლანშეტი და ოსტინ ბატლერი.
ფილმებს შორის ყველაზე მეტი ჯილდო – “ინიშერინას ბანშები” (The Banshees of Inisherin) მოიპოვა, ხოლო სერიალებს შორის – “ებოტის დაწყებითი სკოლა” (Abbott Elementary School), რომლებმაც სამ-სამი ქანდაკება მოიპოვეს
ასევე, საუკეთესო რეჟისორი სტივენ სპილბერგი გახდა ფილმისთვის “ფაბელმანები” (The Fabelmans);
საუკეთესო სცენარი – მარტინ მაკდონაჰი, “ინიშერინას ბანშები”‘
საუკეთესო დრამატული ფილმი – “ფაბელმანები”;
საუკეთესო კომედიური ფილმი – “ინიშერინას ბანშები”
საუკეთესო ანიმაციური ფილმი – “პინოქიო”, გილერმო დელ ტორო;
საუკეთესო არაინგლისენოვანი ფილმი სანტიაგო მიტრეს -“არგენტინა, 1985”.
საუკეთესო კომედიური მსახიობი მამაკაცი გახდა – კოლინ ფარელი ფილმში “ინიშერინას ბანშები“, კომედიური მსახიობი ქალი კი, მიშელ იეო ფილმში – “ყოველგან და ერთდროულად”(Everything Everywhere All At Once).
ქეით ბლანშეტმა საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო ფილმისთვის “ტარ” (Tar) მიიღო, ხოლო საუკეთესო მამაკაცი მსახიობი გახდა ოსტინ ბატლერი ფილმში “ელვისი”.
სერიალებს შორის “ოქროს გლობუსი” მიიღო პრიკველმა “დრაკონის სახლი”; კომედია „თეთრმა ლოტოსმა“ და „ებოტის დაწყებითმა სკოლამ“.
მინისერიალში საუკეთესო მსახიობი ქალი გახდა – ამანდა სეიფრიდი, “გამოვარდნილი”;
მინისერიალში საუკეთესო მსახიობი მამაკაცი გახდა – ევან პიტერსი, “დრამერი”;
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი დრამატულ სერიალში – კევინ კოსტნერი, “იელოუსტოუნი”;
საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში – ზენდაია, “ეიფორია”;
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი კომედიურ სერიალში – ჯერემი ალენ უაითი, “დათვი”;
საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში – კვინტა ბრუნსონი, “ებოტის დაწყებითი სკოლა”.
ტელევიზიაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო რაიან მერფიმ მიიღო, ხოლო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის – ედი მერფიმ.