ბექა დავითულიანი – კასიანოვის განცხადებაზე: არამეგობრული ნაბიჯია

“როცა ქვეყანას, რომლის ტერიტორიებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, ასე ჯიქურად აწვები ყოველდღე და სთხოვ მათ შორის, სამხედრო შეიარაღების გადაცემას, რომელიც ძალიან ცოტა აქვს, ჩემი აზრით მეგობრული ნაბიჯი არ არის, არამეგობრული ნაბიჯია, რაც პირველი არ არის უკრაინის მხრიდან”,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას.

მისივე შეფასებით, ეს არის ურთიერთობის მიზანმიმართული გაფუჭება.

“შესყიდული შეიარაღების ასეთი უხეში ტონით უკან გადაცემის, ისევე როგორც მანამდე გენერატორების მოთხოვნას, არ ვიცი რა ჰქვია. როცა კარგი ურთიერთობა გაქვს მეორე სახელმწიფოსთან, შეიძლება მას სთხოვო, მაგრამ როცა ურთიერთობას მიზანმიმართულად აფუჭებ და მერე აწვები, რომ რაღაცას რატომ არ მჩუქნი, ამას ჰქვია “დაწერა”, ბოდიში მომითხოვია და არავინ არაფერს არ “დაიწერს”. ჩვენ არ გვაქვს იმდენი შესაძლებლობა სამხედრო თვალსაზრისით, არ გვაქვს იარაღის წარმოება, ვართ ოკუპირებული ქვეყანა, რომელსაც გვაქვს სასიცოცხლოდ საჭირო რაოდენობის იარაღი და ასეთი “თხოვნები” და სინამდვილეში მოთხოვნები სულ სხვა რამეებს უკავშირდება და არავითარ შემთხვევაში იმ “ბუკის” საჭიროებას უკრაინისთვის”,- აცხადებს დავითულიანი.

ცნობისთვის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. გარდა ამისა, უკრაინამ ითხოვა აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გადაცემული Javelin-ები. მისივე თქმით, ამ კომპლექსებთან დაკავშირებით არსებობდა არამხოლოდ აშშ-ს თანხმობა, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები