რუსეთის ომბუდსმენი უკრაინის სახალხო დამცველთან შეხვედრას გეგმავს

რუსეთის ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა აცხადებს, რომ 12-14 იანვარს თურქეთში, უკრაინის სახალხო დამცველთან, დმიტრო ლუბინეცთან შეხვედრას გეგმავს.

„ვადასტურებ, რომ ვგეგმავ ასეთ შეხვედრას. თურქეთის ომბუდსმენის მიერ ორგანიზებული დიდი ფორუმი გაიმართება თურქეთში. ჩვენ განვიხილეთ შეხვედრის შესაძლებლობა და სავარაუდო დღის წესრიგი“, – აღნიშნა მოსკალკოვამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, ლუბინეცის განცხადებით, რუსეთის ომბუდსმენთან შეხვედრა შესაძლოა იანვარში შედგეს. არსებული ინფორმაციით, იგეგმებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე მიყენებული მშვიდობიანი მოქალაქეების ორმხრივი დაბრუნების საკითხის განხილვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები