Sky News: დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის Challenger 2-ის ტიპის ტანკების მიწოდებას განიხილავს

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის, რუსეთის დამპყრობელ ძალებთან საბრძოლველად, Challenger 2-ის ტიპის ტანკების გადაცემას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ბრიტანული არმიის ძირითადი საბრძოლო ტანკის Challenger 2-ის მიწოდების შესახებ დისკუსია რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ბრიტანეთმა უკრაინას შესაძლოა, დაახლოებით 10 Challenger 2-ის ტიპის ტანკი შესთავაზოს, რაც ესკადრილიის აღჭურვისთვის საკმარისი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები