„ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის უმოკლესი გზა შეიარაღებაა“ – დმიტრო კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა პარტნიორების მადლიერია სამხედრო დახმარებისთვის, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
მისი თქმით, ქვეყნის გამარჯვების უმოკლესი გზა მისი შეიარაღებაა.
„უკრაინა პარტნიორების მადლიერია სამხედრო დახმარებისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები ერთმანეთის მიმართ: არავის გაუკეთებია საკმარისი მანამ, სანამ რუსული ჩექმები უკრაინის მიწაზე რჩება. ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის შეიარაღება არის უმოკლესი გზა მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ“, – წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.
Ukraine is grateful to partners for their military aid, but we should remain honest with one another: no one has done enough as long as Russian boots remain on Ukrainian ground. Arming our country for victory is the shortest way to restoring peace and security in Europe & beyond.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) January 9, 2023