უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსმა ჯარისკაცებმა ლიმანიდან გაქცევის დროს მამაკაცები დახვრიტეს, ქალები კი გააუპატიურეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცის სატელეფონო საუბარი მოისმინა, რომელიც ადასტურებს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანიდან უკან დახევისას დამპყრობლებმა მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს და ქალები გააუპატიურეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როდესაც ჩვენ ლიმანი ჩავაბარეთ, [რუსმა] სამხედროებმა ყველა დაჭრეს, გააუპატიურეს, დახვრიტეს. ხოლო ვინც უფრო ახალგაზრდა იყო, წაიყვანეს. ქალები, ახალგაზრდები – ყველა სცემეს, დაჭრეს, დახვრიტეს“, – განაცხადა რუსმა სამხედრომ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გამომძიებლები მუშაობენ იმისათვის, რომ დამპყრობლებმა თითოეული დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი მიიღონ.

გარდა ამისა, უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსული არმიის მიერ ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევისთვის 21 000-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები