Hürriyet: თურქეთის ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთო კანდიდატით წარდგება
თურქეთის ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთო კანდიდატით წარდგება, რომლის ვინაობასაც თებერვალში გამოაცხადებს.
ამის შესახებ გაზეთ Hürriyet-ის მიმომხილველის აბდულქადირ სელვის მასალაშია ნათქვამი.
„თებერვალში დაგეგმილია საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის, საარჩევნო ალიანსის ფორმისა და ექვსი ლიდერის მანდატის ერთობლივი გამოცხადება“, – დაწერა მიმომხილველმა.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 18 ივნისს არის დაგეგმილი, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ასევე იყრის კენჭს არ გამორიცხავს ვადის გადმოწევას “ამინდის პირობების გათვალისწინებით”.
რაც შეეხება ოპოზიციის კანდიდატს, 6 პარტიის ლიდერი პერიოდულად შეხვედრებს მართავს, რომელშიც შედიან: “კარგი პარტიის” (Iyi parti) ხელმძღვანელი, მერალ აქშენერი; მემარჯვენე კონსერვატიული სუნიტური “ბედნიერების” პარტიის (SP) თავმჯდომარე, თემელ ქარამოლაოღლუ; ქემალისტურ-კონსერვატიული “დემოკრატიული პარტიის” ხელმძღვანელი – გულთექინ უისალი; ლიბერალური “დემოკრატიისა და გარღვევის პარტიის” (DEVA) ლიდერი, ალი ბაბაჯანი და თურქეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, “მომავლის” პარტიის ხელმძღვანელი, აჰმედ დავუთოღლუ.
გარდა ამისა, ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ ამზადებენ მემორანდუმს ქვეყნის „გაძლიერებულ საპარლამენტო სისტემაზე“ გადასვლის შესახებ.