ბრაზილიაში ბოლსონარუს მხარდამჭერები ჟურნალისტებს დაესხნენ თავს

ბრაზილიის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ასოციაციის (ABRAJI) ცნობით, ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერებმა, სულ მცირე ხუთ ჟურნალისტს დაესხნენ თავს.

ზოგიერთ ჟურნალისტს ასევე აღჭურვილობა წაართვეს.

“მათ შორის იყო ფოტოგრაფი, რომელსაც თავს დაესხნენ მომიტინგეები, რომლებიც ყვიროდნენ, რომ „ბრაზილიას დაიპყრობენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლსონარუს მხარდამჭერებმა პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს შენობები, ასევე პრეზიდენტის რეზიდენცია დაარბიეს.

დემონსტრანტები, ისევე როგორც თავად ბოლსონარუ გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ, რომლის შედეგად გამარჯვება ლულა და სილვამ მოიპოვა.

ამ დროისთვის ცნობილია, სულ მცირე 400 დემონსტრანტის დაკავების შესახებ, სასამართლომ მათგან 30 უკვე დააპატიმრა. მათ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები