გურამ მაჭარაშვილი: ადვილი მისახვედრია, ყარალაშვილი რა პოლიტიკურ ნარატივს ატარებს

“ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი უკრაინაში მებრძოლი “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერის, ნოდარ ყარალაშვილის ვიდეომიმართვას გამოეხმაურა.

მაჭარაშვილის შეფასებით, ყარალაშვილის პოლიტიკური ნარატივი ადვილი მისახვედრია.

“ბატონი ყარალაშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც თაღლითობასთან დაკავშირებით 11-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ბატონმა სააკაშვილმა ის შეიწყალა. ადვილი მისახვედრია, რა პოლიტიკურ ნარატივს ატარებს ყარალაშვილი“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, ნოდარ ყარალაშვილი Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს: „თუ გინდათ, მე ჩამოვალ სადაც გინდათ, ოღონდ საქართველოში არა. საქართველოში მე ასე არ შემოვალ, საქართველოში შემოვალ ტანკებით, ტანკებით შემოვალ აფხაზეთის მხრიდან. იმიტომ გითხარით, გადაგივლით, დრო მოვა, გადაგივლით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები