გარდაბნის მუნიციპალიტეტში 83 წლის მამაკაცს ეძებენ

გარდაბანში 83 წლის მამაკაცს 2 დღეა ეძებენ. არსებული ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში ასლანფაშა მოვლაევი 2 დღის წინ ღამე საკუთარი სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა.

არსებული ინფორმაციითვე, ოჯახმა მომხდარის შესახებ პოლიციას უკვე შეატყობინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები