ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი – როგორი ამინდი იქნება 7-8 იანვარს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7-8 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, მთაში და მაღალ მთაში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ხილვადობის გაუარესება.
მათივე ინფორმაციით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.