ანზორ მელია „ნაცმოძრაობაზე“: რა აუცილებელი იყო ამ პერიოდში არჩევნების დანიშვნა – ხალხი დააქუცმაცეს
ყველა, ვინც ერთობას არღვევს – მოღალატეა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ანზორ მელიამ „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
„გაბრაზებული ვიყავი იმიტომ, რომ არჩევნები მარტში უნდა ყოფილიყო, რა აუცილებელი იყო ამ პერიოდში, ახლა ამ არჩევნების დანიშვნა. დასხდნენ ერთად, გაარკვიონ ყველაფერი ერთმანეთში – ხალხი დააქუცმაცეს“, – განაცხადა ანზორ მელიამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. აღნიშნულ პოსტზე კანდიდატურები ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა, გიორგი მუმლაძემ და ნონა მამულაშვილმა წარადგინეს.