“ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ხვალ, ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი გეგმიური სარემონტო სამუშაოებია.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 იანვარს 15:00-დან 17:00 საათამდე დენი დროებით შეუწყდება აბონენტებს ნორიოში, “გრუზულა ტბის” მიმდებარე ტერიტორიაზე, გლდანში.

9 იანვარს 11:00-დან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაგვისპირი, ჭალის აგარაკები, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, აგატი, ქვემო არანისი, ჟინვალი, არანისი, ხოლო 12:00-დან 14:00 საათამდე – სოფლებში ჭოპორტი, დავათი, მაღრანი, ნოკორნა, ქერიაანთკარი, ნოჯიკეთი, ლაფანაანთკარი, კოშკასყელი, ლაშარის ჯვარი და მიმდებარე სოფლებში.

13:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში ალმასიანი,ოქროყანა, უხათი, ზემოოქროყანა, გიმარა, ყანობში, კობში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები