ქადაგიშვილი ალასანიას პასუხობს – სახელმწიფო ზრუნავს მისი შვილის ჯანმრთელობაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს “კოლექტიურად კლავენ”.

როგორც ქადაგიშვილი აცხადებს, თუ ვინმეა დაინტერესებული სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით, ეს, პირველ რიგში, სახელმწიფოა.

„სახელმწიფო ზრუნავს მისი შვილის ჯანმრთელობაზე და თუ ვინმე არის დაინტერესებული მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით, ეს, პირველ რიგში, სახელმწიფოა. თუ ვინმე სპეკულირებს მისი ჯანმრთელობით, სიცოცხლით და უსაფრთხოებით, ეს არის გინდა შიგნით და გინდა გარეთ გარკვეული პოლიტიკური ძალები“, – აცხადებს ქადაგიშვილი.

გიული ალასანია პირობას დებს, რომ ყველა ის ადამიანი დაისჯება, რომლებიც უარს ამბობენ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე.
ამასთან, ექსპრეზიდენტის დედა აცხადებს, რომ მის შვილს წელიწადი და სამი თვეა კოლექტიურად კლავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები