ვატო შაქარიშვილი: ვანო მერაბიშვილს როდესაც პირისპირ შეხვდება ნებისმიერი ადამიანი, ცხადია ექნება სურვილი, რომ მას შეახსენოს საკუთარი წარსული

“ვანო მერაბიშვილს როდესაც პირისპირ შეხვდება ნებისმიერი ადამიანი, მას ცხადია ექნება სურვილი, რომ შეახსენოს საკუთარი წარსული და მოუწოდოს იმისკენ, რომ მათ სინანული გამოიჩინონ, გაიწიონ ქართული პოლიტიკიდან და მინიმუმ საჯარო ცხოვრებას დაანებონ თავი”,- ასე გამოეხმაურა „აი ია“-ს წევრი ვატო შაქარიშვილი ფაქტს, რა დროსაც შს ყოფილ მინისტრს, ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის სიძე, გიორგი შარაშიძე გაუსწორდა.

“არ ველოდებოდით ასეთ რეაქციას “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან და უშუალოდ ვანო მერაბიშვილის მხრიდან, რომელიც ვერ ბედავს ამ თემაზე საუბარს გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის რეალური სათქმელი მთელი ქართული საზოგადოებისა მისი პერსონის მისამართით, იმ დანაშაულების მისამართით, რაც მათ ჩადენილი აქვთ 9 წლის განმავლობაში. ვანო მერაბიშვილი, როდესაც ციხიდან გათავისუფლდა, მან დაგვიანონსა, რომ სულ რამდენიმე ხანში ის ამ ქვეყანაში რევოლუციას მოახდენდა და ხელისუფლებას შეცვლიდა. ასე რომ ისინი არანაირად არ იცვლიან საკუთარ ზნეს. ვანო მერაბიშვილს როდესაც პირისპირ შეხვდება ნებისმიერი ადამიანი, მას ცხადია ექნება სურვილი, რომ შეახსენოს საკუთარი წარსული და მოუწოდოს იმისკენ, რომ მათ სინანული გამოიჩინონ, გაიწიონ ქართული პოლიტიკიდან და მინიმუმ საჯარო ცხოვრებას დაანებონ თავი”, – აცხადებს ვატო შაქარიშვილი.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიორგი (გიგიშა) შარაშიძე გაუსწორდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად შარაშიძეც ადასტურებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები