ნინო ნადირაძე – სააკაშვილზე: სასამართლო პროცესზე დასწრების რეკომენდაციას ვერ გავცემთ, ბევრად უკეთ როცა იყო, მაშინ არ გაგვიცია

ვივამედის” გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, კლინიკა რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მომდევნო სასამართლო პროცესს ფიზიკურად დაესწროს – ვერ გასცემს.

“ნებისმიერი გართულების შემთხვევაში ხომ ჩვენ ვიქნებით შემდგომში დამნაშავეები, დამნაშავეს არ დავეძებ, ყოველთვის პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამოვმდინარეობთ ჩვენ და ვერავითარ შემთხვევაში, ვერცერთი პაციენტის, ექს-პრეზიდენტი იქნება ეს თუ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, ჩემნაირი, თქვენნაირი ასეთი სისულელის გაკეთების უფლებას, უფლებას რა, ყველს თავისი უფლება აქვს, მაგრამ ჩვენ რეკომენდაციას ჩვენი ხელით ვერ გავცემთ, ბევრად უკეთ იყო და მაშინ არ გაგვიცია რეკომენდაცია. ერთადერთხელ დავუშვით ჩვენ მისი მონაწილეობა, სასამართლო შემოსულიყო, გვკითხეს, შეუძლია თუ არა საუბარი და დავწერეთ კი, მაგაზეც კი ნახეთ რაც დაემართა, იმის შემდეგ რაც ჩვენ ვნახეთ როგორ მდგომარეობაში ჩავარდა სასამართლო პროცესის დროს, საერთოდ არც განვიხილავთ, რომ ჩვენ თავზე ასეთი მძიმე პასუხისმგებლობა ავიღოთ”, – განაცხადა ნადირაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები