რუსეთმა ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტები ატლანტის ოკეანეში გაუშვა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტებით, „ცირკონებით“ აღჭურვილი ფრეგატი, ატლანტის ოკეანეში გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გაშვების ცერემონიალს რუსეთის პრეზიდენტთან ერთად ქვეყნის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დაესწრო.
„ხომალდი უახლესი ჰიპერბგერითი სარაკეტო სისტემით – „ცირკონითაა“ აღჭურვილი, რომელსაც ანალოგი არ აქვს. ეს იარაღი საშუალებას მისცემს რუსეთს, საიმედოდ დაიცვას თავი პოტენციური გარე მტრისგან და დაგვეხმარება, ვემსახუროთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა პუტინმა.
სერგეი შოიგუს თქმით, ფრეგატი ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებში, ასევე, ხმელთაშუა ზღვაში იცურებს.
„ცირკონებით“ შეიარაღებულ გემს როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაში, მტრისთვის ზუსტი და ძლიერი დარტყმის მიყენება შეუძლია“, – აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.