ცნობილია იმ პირის ვინაობა, რომელიც ვანო მერაბიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა
შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს 2 იანვარს, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც ცნობილი გახდა, ყოფილ მინისტრს მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძემ, გიგიშა შარაშიძემ სცემა.
„დაპირისპირება მოხდა ჩემს და ვანო მერაბიშვილს შორის აფთიაქში. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, რადგან პირველივე წამებიდან გაიქცა ვანო მერაბიშვილი. იქიდან გამომდინარე რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად. არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს გავცემ სამართალდამცველ ორგანოებს. დანარჩენი, თუ ცოტა მაინც ვაჟკაცობა შერჩენია, თვითონ თქვას“, – განაცხადა გიგიშა შარაშიძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას და დაადასტურა, რომ ყოფილ მინისტრს ფიზიკურად შეეხო.