მსოფლიო პატრიარქმა ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსისაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დაბადების დღეს და აღსაყდრების 45 წლისთავს ულოცავს.
„უნეტარესო და უწმინდესო მთავარეპისკოპოსო მცხეთა-თბილისისა, კათოლიკოს-პატრიარქო სრულიად საქართველოისა და მიტროპოლიტობიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ქრისტეს მიერ ფრიად საყვარელო და სასურველოძმაო და ჩვენთა მდაბალთათანამწირველო, თქვენსა ღრმად პატივცემულ უნეტარესობას, ბატონო ილია, უფლისმიერ ძმური სიყვარულით მოვუდრეკთ ქედსა და სიხარულით მივუმძღვარებთ სიტყვასა ჩვენსა!
სიხარულითა მოვიკითხავთ თქვენსა ფრიად საყვარელსა და განბრძნობილსაუნეტარესობასა, რაითა თანაზიარ ვიქმნეთსიხარულითა გულისათა და დაურღვეველითა საკვრელითა გონთ აღმატებულისა მშვიდობისათა, სულიერისა და სიხარულშემოსილისა ლხინისა ამის, მადლითა ღმრთისათა, კურთხეულისაოთხმოცდაათისა წელიწადისა შობითგანთქვენისა და ორმოცდახუთისაწელიწადისა დღიდან გამორჩევისათქვენისა!
წელი ოთხმოცდაათი ამქვეყნიურისაცხოვრებისა თქვენისა, რომელთა ნახევარი ჰმსახურეთ ვითარცა მწყემსმთავარმან! ვმადლობთ უფალსა, რომელმან უბოძა საჭე უწმინდესისა და ფრიად საყვარელისა ეკლესიისა საქართველოისა ხელთა თქვენთა და ვითარცა თანამოსახელემ ილია თეზბიტელისა, მიირქუთ იგი მტკიცემან და მედგარმან საჭეთმპყრობელმან ჟამსა ძნელბედობისასა, რაისთვისცა სამწყსო თქვენი უმეტესად ჰსასოებს მწყემსსათვისსა, დაცვისათვის უქცეველად სჯულისაქრისტესისა!
ამისთვისცა წადიერნი შევიქენით გამოთქმად სიხარულისა საპატრიარქოთადა ძმურთა წერილთა ამათ მიერ, სიხარულისა ქრისტეს დიდისა ეკლესიისა და კერძოდ ჩვენისაცა, თქვენისადიდებულისა იუბილისდა გამო, მოძღვნადმადლობისა გულთაგან ჩვენთა ყოველთათვის, რაიცა შესწირენითწინასწარმეტყველისებრითამოშურნეობითა და კუალადცა შესწირავს მეუფება თქვენი, საყვარელსა, ღმრთისმოსავსა, წმინდათმოყვარესა და ღირსებაშემოსილსა ერსა ქართველთასადა რაისაცა ჭეშმარიტნი მოწამენი შევიქენით ჩვენცა, მხილველნი და მცნობელნი პატივისა, რომლითა გმოსავთსრულიადცა მორწმუნე ერი ესე!
უფალმან ღმერთმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა და დიდებულისადედისა თვისისათა და შეწევნითა ზეციურისა მფარველისა თქვენისათამიჰმადლოს ჯანისა სიმრთელე და სულისა სიმტკიცე და სხეულისა ძალი თქვენსა პატიოსანსა უნეტარესობასა, რომელისაცამიმგებელნი ძმურისა ამბორისა, მარადის დავიმარხავთ შინაგან ჩვენსა გულითადსასიყვარულსა უფლისამიერსა და კრძალულებასა და პატივსა ფრიადსა!“, – აღნიშნულია წერილში.
4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა. ილია მეორეს 90 წელი შეუსრულდა.