რომის ყოფილი პაპი ბენედიქტ XVI 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

რომის ყოფილი პაპი ბენედიქტე XVI ვატიკანის რეზიდენციაში 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის კათოლიკურ ეკლესიას რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. გრიგოლ XII-ის შემდეგ 2013 წელს ის პირველი პაპი გახდა, რომელიც  გადადგა. ბენედიქტ XVI ტიტული ჯანმრთელობის გაუარესების გამო დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პაპი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ავად იყო, მისი მდგომარეობა ასაკის გამო დამძიმდა.

ცნობისთვის, ბენედიქტე XVI რომი პაპი 2005 წელს, 78 წლის ასაკში გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები