გუგა ქაშიბაძე: დეკემბერში პიროტექნიკის გამოყენების შემდეგ 30-მა პაციენტმა მოგვმართა, საიდანაც 40% ბავშვი იყო

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ჯანმრთელობის და სხეულის დაზანებით დეკემბრის განმავლობაში მათ კლინიკას დაახლოებით 30-მა პაციენტმა მიმართა.

„საბედნიეროდ, არცერთი რთული შემთხვევა არ იყო, აქედან 40% არის ბავშვი, 60% კი მოზრდილი. ძირითადი სტატისტიკით, ზიანდება ხოლმე მარჯვენა მტევანი და წინა მხარი, შემდეგ მოდის სახე და თვალები, გულმკერდის არე და ზემო კიდურები. სხვადასხვა მიზეზი არის ხოლმე, შეიძლება ინსტრუქცია ზუსტად დაიცვა და მაინც მოხდეს აფეთქება. ხშირად არის ელემენტარული წესების დაუცველობა. კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო მოსახლეობა, რომ ეს არ არის გასართობი ან სათამაშო. დაიცვან უსაფრთხოების წესები, ჩემი რეკომენდაცია იქნება, საერთოდ ნუ გამოიყენებენ“, – აცხადებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები